ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 34 წლის ქალი გარდაიცვალა.

მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარასთან დაახლოებით, 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი პედაგოგი იყო. ახალაგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრი არ იმყოფებოდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველად ქედაში “ევექსის” კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა უმოკლეს დროში პაციენტის რეფერირება ბათუმში რეფერალურ,საავადმყოფოში განხორციელდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here