გლოვოს კურიერს, თორნიკე ნინიკაშვილს, რომელმაც ფულით სავსე საფულე პატრონს დაუბრუნა სოც ქსელში ”გლოვოს გმირი” შეარქვეს. ცოტახნის წინ თორნიკემ ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მას სწავლის ფული დაუფინანსეს.

თორნიკე მალე სწავლის გაგრძელებას შეძლებს. ის თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, საიდან ვიგებთ, რომ სწავლის საფასური ნანუკა ჟორჟოლიანმა დაუფარა.

აი რას წერს სოც ქსელში თორნიკე:

“თორნიკე ნინიკაშვილს უყვარხართ თქვენ ყველა, ძალიან. თქვენი ძალა, სიყვარული და დაფასებაა დღეს მე რომ სწავლას ვაგძელებ. დიახ სტიმული და მოტივაცია ხართ ჩემი თქვენ!

მე გპირდებით, რომ თქვენს ყველა სურვილს შევასრულებ, რაც კი მისურვეთ ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე, რომელსაც დავძლებ და ამაში თქვენც გექნებათ წვლილი მიღებული. ნანუკა ჟორჟოლიანი კი დარჩება ჩემს გულში უკვდავ მეგობარად, დიდ დაფასებად, რომელიც სულ მემახსოვრება” – წერს “გლოვოს გმირი” სოციალურ ქსელში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here