ფოთში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა მალთაყვის სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა,  წელამდე წყალში იყო, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

 

სანაპიროზე გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა სოფელ პატარა ფოთის მკვიდრი დავით ზარანდიაა. მას ოჯახში მოხუცი ბებია და მამა ჰყავს, დედა არც ახსოვს, რადგან თავად 6 თვის იყო, როდესაც  ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here