ცნობილი ქართველი მოცეკვავე თეა დარჩია ”მთავარ არხზე” ფერიის ბავშვთა სახლზე გაკეთებულ სიუჟეტს ეხმაურება და სოც ქსელში წერილს აქვეყნებს:

„ნებისმიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ბრძოლას, წმ. მატათას სახელობის ბავშვთა სკოლა-პანსიონის წინააღმდეგ, პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ, რადგან მეც მათი დიდი ოჯახის წევრი ვარ 13 წელია, მეც ამ სკოლის ცეკვის მასწავლებელი და ბავშვების, თუ პედაგოგების უახლოესი ადამიანი, ჩემი შვილებითურთ!

ვამბობ იმას, რაც ვიცი ზუსტად, არც გაგონილით და არც მოყოლილით!!! თამამად ვაცხადებ, რომ ეს სკოლა არის სამაგალითო ყველასთვის და ყველაფერში!!! თუ თქვენ მათ ებრძვით, ჩათვალეთ, რომ მეც მებრძვით, რადგან მეც ამ სკოლის ერთ-ერთ პედაგოგად მოვიაზრები, ე.ი. ყველა ბრალდება მეც პირადად მეხება; ე.ი. მეც ძალადობის მონაწილე ვარ?! ასე გამოდის!.. ესე იგი, 13 წელია, ჩემი შვილებით ვუყურებ ამ სისასტიკეს და ხმას არ ვიღებ?! ვეგუები და ვმალავ ამ ყველაფერს, რასაც „მთავარი არხი“ აცხადებს?! ამაზრზენია უკვე ეს ყოველივე!!! ასე მიცნობთ?! მე, რომ რაიმე მსგავსი იქ მენახა, ამდენი წლის განმავლობაში, თან დღეც და ღამეც ამ ბავშვებთან ერთად, ერთ სივრცეში ვცხოვრობ წლებია, როგორ გგონიათ, კიდევ იქით გამიწევდა სიხარულით გული?! ან ჩემს შვილებს, როგორც „მთავარი“ აცხადებს, ამ სასტიკ და მოძალადეობრივ სივრცეს გავაკარებდი?! ესე იგი, მეც მოძალადე, დანაშაულის მონაწილე და საშინელი დედა ვყოფილვარ, რადგან ჩემს საკუთარ შვილებს, თურმე სადისტებისა და მწამებლების საზოგადოებაში ვზრდი?! სირცხვილია!!!“ – წერს თეა დარჩია.

ცნობისთვის „მთავარ არხზე” გავიდა სიუჟეტი, სადაც ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს ცუდად იხსენებს და საუბრობს ძალადობაზე, რომელსაც აღმზრდებელის მხრიდან განიცდიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here