ქართველი ემიგრანტი მზაღო ოსიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ:

”ჩვენ, ჩვენი თაობა კი დავბრუნდებით, ან ცოცხლები ან მკვდრები სამშობლოში,(ყველაფერი მოსალოდნელია) 🙁… მაგრამ ჩემო გულდაღლილო ემიგრანტებო, რომ ჩამოგვყავს ჩვენი შვილებიც აქ, ისინი უკან აღარ ბრუნდებიან და ასე ვუკარგავთ შვილებს ჩვენ სამშობლოს. ან თხოვდებიან, ან ქორწილდებიან უცხოელებზე, ან აქაური ცხოვრება ხიბლავთ და ასე რჩებიან სხვა ქვეყნებში🙁

ასე დამემართა მეც და ახლა ვნანობ ისე, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთი შვილი მოვწყვიტე სამშობლოს და როგორც ვატყობ არც ფიქრობს დაბრუნებაზე საქართველოში🙁
ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად,თორემ ინანებთ ისე როგორც ეხლა მე ვნანობ და ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის…. 🙁 🙁 🙁

თუ მაინცადამაინც ჩამოვლენ თქვენს სანახავად, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები.. დაათვალიერონ ღირშესანიშნაობები, მოესიყვარულეთ და გაუშვით უკან.. ვიცი გაგიჭირდებათ განშორება, მაგრამ დამიჯერეთ მერე უფრო ძნელი იქნება ის, რომ თქვენ დაბრუნდებით საქართველოში და თქვენი შვილი დარჩება უცხო ქვეყანაში სამუდამოდ და თქვენ იცხოვრებთ ისევ მონატრებული თქვენს შვილებს, როგორც აქამდე და მერე სინანული არ მოგასვენებთ😢 😢 😢
მზაღო ოსიშვილი.
გთხოვთ გაიაზროთ და გაითვალისწინოთ” – წერს ქართველი ემიგრანტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here