პარტია „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ისაუბრა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.

„დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების.

ეს მხოლოდ დასაწყისია ამ გზის. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ისე სიღრმისეული ანალიზების.

მესამე თვეში გაირკვევა უკვე შუალედური დინამიკა და იმედი მაქვს, რომ მეცოდინება კიდევ რამდენი ქიმია დამჭირდება და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ერთ ან სამამდე ძვლის ტვინის გადანერგვას.

მერე კიდევ რა იქნება არ ვიცით, ეს არის სტატუსი.

ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის, მე ვიბრძვი, მხნედ ვარ და მადლობას ვუხდი ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც ახლა გავდივარ.

რა იქნება ვნახოთ…“- ამბობს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here