ოპერის მომღერალი თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, ზაალ უდუმაშვილს მიმართავს და მას ისევ ტელეეკრანზე დაბრუნებასა და საინფორმაციოს წამყვანობას ურჩევს. მომღერალი მიიჩნევს, რომ ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის ადილი პოლიტიკაში არ არის. თამარ ივერი: – პირდაპირი ვიქნები ზაალ უდუმაშვილის მიმართ. როგორც ცხონებული რევაზ თაბუკაშვილი იტყოდა: “გედის ადგილი წყალშია, იქ დედოფალია, ხოლო ხმელეთზე ერთ ჩვეულებრივ ბაჯბაჯა ბატად იქცევა”-ო. ასე დაკარგა ერთ დროს ჩემთვის ძალიან საყვარელმა ტელესახემ ზაალ უდუმაშვილმა მისი “ადგილსამყოფელი”.

 

ერთ დროს საოცრად ნიჭიერი, ქარიზმატული, კრეატიული, დამაჯერებელი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი. სამწუხაროდ, ერთ დღეში, ერთ ერთ… “и прочие Товарищи”ს კალიბრის პოლიტიკოსად გადაიქცა. არ მაინტერესებს რა თანამდებობები აქვს მას მის პარტიაში. ფაქტია, რომ ტელესივრცემ ერთი უნიჭიერესი, ქარიზმატული ლიდერი დაკარგა. ხოლო ქართულმა პოლიტიკამ კი მისი სახით ასეთივე რანგის პოლიტიკოსი ვერ შეიძინა!!! მე მას გულით ვურჩევ (როგორც თავის დროზე ინგა გრიგოლიამ მიიღო ოპერატიული, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება) დაუბრუნდეს ის მის “ძველ კერას”, გარემოს, “ოჯახს” და სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და აქტუალურია, კვლავ “შესცუროს” მის ადრინდელ ადგილსამყოფელში და პროფესიულ “წყალში”. არაფერია აქ უხერხული. უნდა ვიდგეთ იქ, სადაც უფრო უნდათ ჩვენი დანახვა, სადაც უფრო ვუყვარდით ხალხს, სადაც უფრო სხვაგვარად ვჩანდით და “ვჟღერდით”!! ვიდგეთ იქ, სადაც ყველაზე კონკურენტუნარიანები ვართ! სადაც უშუალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, სადაც უფრო გვისმენენ და ჩვენს ნათქვამს სხვა ფასი და წონა აქვს!! ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება და გზა. ლირიული თუ პოლიტიკური გადახვევები ყველას ცხოვრებაში მოსულა. რაც მთავარია, კარგია მიხვდე და შესძლო დროზე გადმოუხვიო იმ შენს “მთავარ გზაზე”, რითიც შეგიყვარა ხალხმა და ამის შეძლებაც თავისებური ნიჭი და სიძლიერეა! იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან (რაც უფრო ადრე…тем паче) ის კვლავ “დაუბრუნდება” მის ნამდვილ Ремесло-ს და კვლავ გვეტყვის: “მოგესალმებით,ეთერშია ახალი ამბები.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here