ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელ Instagram-ზე ახალ პოსტს აქვეყნებს და 2014 წლის ამბავს იხსენებს.

„2014 წელი – უკვე შორენა ბეგაშვილი ვარ. მივედი ფოტოსესიაზე, სადაც ფოტოგრაფი საშა დამხვდა. საოცარი ადამიანი, საღამო იყო, ორივე დაღლილი ვიყავით და გვინდოდა მალე დამთავრებულიყო. ყავა დავლიეთ, გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და ფოტოებიც შესაბამისი გამოვიდა.

უკვე თენდებოდა რომ დავიშალეთ. გზაში პატრულმა გამაჩერა, ვერაფრით დაიჯერა რომ ფოტოსესიიდან მოვდიოდი (იმ დროს ჭორები დადიოდა ,რომ მინისტრის საყვარელი ვიყავი) ჯარიმის გარეშე გამიშვა. სახლში შევიპარე და ევას მივუწექი. მოგვიანებით ამ ფოტოებისთვისაც გამაკრიტიკეს“,- წერს შორენა ბეგაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here