როგორც ამბობენ, წლების წინ უცხოეთში ქართულ ტაძარში ღვთისმშობლობას ჩაიცვა ჩვენმა ნიკომ სტიქარი, მას მერე საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნდა და დაიწყო თავისი საოცარი, გრანდიოზული, არამიწიერი გეგმების განხორციელება, მუშაობდა მის მიერ დაფუძნებული Feedc პლატფორმის გაფართოებაზე, უნდოდა მსოფლიოს სცოდნოდა საქართველოს შესახებ… მაგრამ უკეთურის მიერ გასროლილმა რამოდენიმე ტყვიამ მისი სიცოცხლე შეწყვიტა…

 

დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო… სწორედ ღვთისმშობლობას შეუერთდა წმინდანთა დასს ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ დღეს შვილს უთხრა – „უფალს ებარებოდეო დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო, ჩემი შვილის მკვლელების დედებს კი ვურჩევ, შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის, შემდეგ, შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის. მადლობა დედი, იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე, ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი“!

ასეთ სიტყვებს მხოლოდ ძლიერი, ამაღლებული და ქრისტეს მოყვარული დედა თუ იტყვის, დედა, რომელსაც მომავლის ბიჭი მოუკლეს მომავლის ბიჭი მოუკლეს საქართველოს დედაო ღვთისმშობელო იმიერში დაიცავ და დაიფარე ჩვენი ნიკო აქ კი დედამიწაზე ნიკოს სახელით მისი საოცარი გეგმები უთუოდ განხორციელდება შენდობას გთხოვთ შენ და შენს დედ-მამას, და-ძმებს, ახლობლებს, რომ ვერ დაგიფარეთ შეხვედრამდე ნიკო“,-წერს დარეჯან კვარაცხელია.

22 წლის ნიკო კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here